პროექტები


მზიური 
2008 წელს სატემო ცენტრმა განახორციელა პირველი პროექტი მზიური პროექტის ფარგლებშისოფლის ცენტრში მოეწყო სკვერი, სადაც სოფლის მოსახლეობას შეუძლია სუფთა გარემოში დასვენება.


    ბომბორა
   პროექტის მიზანი იყო, სოფელ ფშაველში მცირეწლოვანი მაცხოვრებლებისთვის ეკოლოგიურად სუფთა და მათი ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნა.
პროექტის ფარგლებში, არსებული სკვერის ნაწილში, 160მ2 ფართზე ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი მოედნი _ `ბომბორა~. მოედანზე დამონტაჟდება: ორი საქანელა, ერთი სასრიალო, ერთი აიწონა-დაიწონა და ერთი ასაძრომი კიბე. 
    ,,სააქტო დარბაზი’’-
 ამ პროექტის ფარგლებშისკოლის სააქტო დარბაზს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, ასევე შეიცვალა კარ-ფანჯარა.


      ,,პასი, ბიჭო პასი’’


 პროექტის ფარგლებში მოეწყო სოფლის სტადიონი, დამონტაჟდა: ტურნიკი, ორძელი და სკამები. შევიძინეთ ფეხბურთის ბურთები ად ბადეები.


      ,,ჩვენ ვსწავლობთ’’
სამედიცინო პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში ქალებს ჩაუტარდათ, გინეკოლოგის, პედიატრის და თერაპევტის სემინარები.
    
  ,,მარჯვე ხელები’’
პროექტის ფარგლებში შევიძინეთ საკერავი და ოვერლოკის მანქანები, სხვადასხვა სახის ქსოვილები და ქალებმა შეიწავლეს კერვა.


 ,,უკეთესი მომავლისათვის’’
 აღნიშნული პროექტი დაფინანსა ფონდმა ,,ტასო’’-მ. პროექტის ფარგლებში ქალებს ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის ტრენინგები და სემინარები, შეისწავლეს ინგლისურის საფუძვლები,კომპიუტერი და თექაზე მუშაობა


      ,,ფშავლის ბაღი’’
 აღნიშნული პროექტი დაფინანსდა ,,მშვიდობის კორპუსი’’-ს  მიერ და მის ფარგლებში გარემონტდა საბავშვო ბაღი, შევიძინეთ: ავეჯი,პიანინო, სათამაშოები,სამუშაო მასალა, საბავშვო წიგნები.ასევე ფშავლის, სანიორის,ართნის და ლაფანყურის საბავშვი ბაღის აღმზრდელებს აუტარდათ სემინარები მარია მონტესორის სწავლების მეთოდის დანერგვაზე.