ჩვენს შესახებ



სათემო ცენტრი `აისი~ დაარსდა 2008 წელს, თელავის მუნიციპალიტეტ სოფ. ფშაველში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ.
სათემო ცენტრის ძირითადი მიმართულებებია:

  • კულტურა და ჯანსღი ცხოვრება
  • სოფლის განვითერება/მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა
  • ქალთა მიმართულება

      ამ მიმართულებების ფარგლებში სათემო ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა საქმიანობებს: კომპიუტერის უფასო კურსებს, როგორც უფროსებისთვის ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, გამოსცემს ბუკლეტს, ატარებს ფეხბურთის ჩემპიონატებს, მხიარულ სტარტებს, კარაოკეებს, დისკოთეკებს, სათემო ცენტრში ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ბავშვები აკეთებენ აპლიკაციებს, უყურებენ ფილმებსა და მულტფილმებს, ქალებისთვის მიმდინარეობს კერვისა და თექის შემსწავლელი უფასო კურსები.
 ცენტრში ასევე ფუნქციონირებს `ქალთა საბჭო, რომელიც შექმნილია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის CENN მიერ და მუშაობს სოფელში გარემოსდაცვით პრობლემებზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სათემო ცენტრში ეწყობა მრგვალი მაგიდის შეხვედრები, სადაც ქალები მსჯელობენ სოფელში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და სახავენ მათი გადაჭრის გზებს. 
2011 წლის ოქტომბერში სათემო ცენტრი დარგისტრირდა ორგანიზაციაD სათემო განვითარების ცენტრი `აისი~. სათემო ცენტრმა თავისი 3 წლიანი მუშაობის განმავლობაში განახორციელა 8 პროექტი (იხ.პროექტები).